ჩვენ ეს კვლევა და მონიტორინგი იმიტომაც ჩავატარეთ, რომ ემპირიულად დასტურდება მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში გარედან და ვხედავთ ჩვენ, რომ აწყობილია გარკვეულწილად, რაღაცნაირად შეხმიანებული არის ქვეყნის გარედან განცხადებები, შემდეგ მათი ტირაჟირება ქართულ მედიაში, შემდეგ მისი კომენტირება ოპოზიციისგან, ამის ჩართვა საარჩევნო აგიტაციის ნარატივში – ამიტომ, ეს ერთი შეკრული წრეა.ეს არის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ოპოზიციას, ფაქტობრივად, გარედან უწარმოებენ.ჩვენ ვუყურებთ შიგნით რა ხდება; ოპოზიციას, არათუ რაიმე საარჩევნო გეგმა ან დანაპირები, იდეებისგანაც არიან დაცლილი – ხედავთ, რომ მოსახლეობასთანაც არ აქვთ შეხვედრები ნორმალურად და საბოლოო ჯამში, მთელი კამპანია აწყობილია გარედან შემოგდებული თუ მოწოდებული თემებით.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.