ენმ-ის წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, საჩუქრად მივიღოთ – კალაძე

თბილისი მერის კახა კალაძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის.

მისი თქმით, მერია მზად არის საჩუქრად მიიღოს ის ტერიტორიებიც, რომლებსაც დიღმის ტყე-პარკში ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ.

“არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ეს არ არის. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ტერიტორიები საჩუქრად, არანაირი კანონდარღვევა არ არის ამაში, გადმოგვცენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ მათ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ თავზე ავიღებთ და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას”, – თქვა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს. იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.

“წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა-ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით” – ლევან...

"წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით...

გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ...

არ დავუშვათ დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი – ივანიშვილი ოპოზიციის ამომრჩეველზე

"არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი"- ამის შესახებ პარტია...

“კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები…” – ბიძინა ივანიშვილი

"მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები.. "- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა...

არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან – ივანიშვილი

მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი...

მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. "საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს,...

საპატრიარქო ორი მღვდლის დასჯას ითხოვს

"ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირეს"- საქართველოს საპატრიარქო, რუის-ურბნისის ეპარქიის ორი მღვდელმონაზვნის მიერ, მათივე...

ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? – ინაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს, ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?"- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო