ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურას გიორგი ჩალაძე აყენებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა გიორგი ჩალაძემ. ამის შესახებ  განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით – მიშას თავისუფლება. ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი.

სასიცოცხლოდ აუცილებელია  მოკლე დროში შედეგის დადება –  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება!

არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი.   მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად!

ამისთვის კი თავდადებასთან ერთად  უმძიმესი შრომა, უდიდესი  პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული  და სისტემური მოქმედებაა  საჭირო.
პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.

მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ ,  უღალატო ამომრჩეველთან ერთად  მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება  მიშას გათავისუფლებით.
მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე , ეს ყველაფერი  ერთად არის გამარჯვების ფორმულა.

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას  არჩევნებში , რომელიც უნდა  ჩატარდეს  ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.
დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.  მიშა უნდა გათავისუფლდეს!

ჩემთვის ეს არის პროექტი – თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ” –წერს ჩალაძე. 

აშშ–მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში...

კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული...

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ – მანჯგალაძე

"თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი...

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია აფხაზეთი, ცხინვალი დაივიწყოს – ჰოჯესი

''რუსებმა უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა...

“თოვლის მთვარე“: რა არ უნდა გააკეთოთ სავსემთვარეობის დროს 2023 წლის თებერვალში

“თოვლის მთვარეს“ თებერვლის სავსემთვარეობას უწოდებენ, რომელიც 5 თებერვლიდან  დაიწყება და მისი მთავარი მახასიათებელია ის,...

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – პოდოლიაკი მუქარაზე

"ყოველთვის დააიგნორე მედვედევი" - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების...

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საფრთხიდან გამომდინარე, ყველა...

18 წლის კანადელმა გოგომ ლატარიაში პირველივე ცდაზე $36 მილიონი მოიგო

18 წლის კანადელმა ჯულიეტ ლამურმა პირველივე მცდელობისას მოიგო ეროვნული ლატარიის 48 მილიონი კანადური დოლარი (35,8 მილიონი აშშ დოლარი) ჯეკპოტი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...