“ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარია, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ასევე პატივს ვცემ, მაშინ რაღაცნაირად ამ პროცესების მიღმა დარჩნენ, იმიტომ, რომ ყველას გვქონდა ჩვენი პოზიცია…

… ყოველდღე, როცა რაღაც პოლიტიკურ კომენტარს ვაკეთებთ, გვიწევს ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი, დღეს, მაგალითად ანი წითლიძეზე მეკითხებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, გვიწევს რაღაც მსჯელობა პოლიტიკოსებს, რადგან პოლიტიკა არის ზედაპირზე, საჯარო სფეროა.[…]მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ყველაფერთან დაკავშირებით და დავტოვე პრაქტიკულად ჩემი სახლი, და პარტია, როდესაც რავიცი, მართლაც მიშა ციხეში იყო, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეხებოდა სწორედ იმას, რა ძალიან დიდ ნაწილსაც ამ პარტიის პოლიტიკის არ ვეთანხმებოდი – მენეჯმენტის და ზოგადად თავმჯდომარის არჩევას, და ა.შ.

არა, პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ, რომ მათი პოზიცია მათი პოზიციაა, უბრალოდ, იმ ადამიანებისგან გაცილებით მეტს მოველოდი, ვისაც პატივს ვცემ და პოლიტიკურ სივრცეში, მგონია, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად უფრო ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ. მეც და ბევრი ადამიანი ნაციონალურ მიძრაობაში რაღაცნაირად პარტნიორად აღვიქვამდით ამ ადამიანებს.

[რატომ არ გააკეთეს მკაფიო განმარტება], არ ვიცი, ვერ გეტყვით. მახსოვს, ზურას განმარტება იყო ერთი, როდესაც თქვა, კარგია, არჩევნები იქნება, რომ ვინმეს დაველაპარაკო პარტიაშიო… მართლა მივიჩნევდი, რომ უფრო სხვანაირ შეფასებებს ველოდებოდი. გაცილებით სხვა მოლოდინი მქონდა, უფრო რაღაცა მკვეთრი შეფასების, მაგრამ ეს არის მათი საქმე, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება”