“ენმ-ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ მათი ბლოკიდან მეორე ტურში გასული 12 კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ბოტკოველმა და დავით კირტიკაძემ ისაუბრეს.
“მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ჩემი რაიონის მცხოვრებლებს მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა იმ ცირკში, რომელსაც 21 დადგამს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. თითოეული ადამიანი, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე, ფაქტობრივად, აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეგობრებო, არ მივცეთ იმის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას და თამარ ჟვანიას, რომ გააპრავონ ხელისუფლების მიტაცება. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე”,– ამბობს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ენმ–ძალა ერთობაშიადან არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად მოხვდნენ: ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირტიკაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბოტკოველი, გრიგოლ ვაშაძე, მალხაზ ჯალაღონია, მიშა ბოლქვაძე, კახა გეწაძე, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი.