ეპიდსიტუაცია მართვადია, ეს მათ შორის ფრენების მაქსიმალური შემცირების შედეგია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ფრენების გახსნის 30 სექტემბრამდე გადავადება “საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა”.

“ქვეყანაში მიმოსვლა გაზრდილია. რამდენიმე რეგულარული ფრენა აღდგენილია. ლუფტჰანზა დაფრინავს კვირაში ორჯერ, ეარფრანსიც კვირაში ორჯერ, ბალტიკი დაფრინავს. ამავე დროს, საქართველოს ავიახაზები დაფრინავენ გარკვეული პერიოდულობით”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, მთელ ევროპაში ფრენის მობილობა, დაახლოებით, 60-70%-ითაა შემცირებული და ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ჯერაც არ აღუდგენია რეგულარული ფრენები, რომელიც დაპირებისამებრ, 1 ივლისს უნდა აღდგენილიყო.

მანვე აღნიშნა, რომ მართვადი ეპიდსიტუაციის ერთერთი მიზეზი ფრენების მაქსიმალურად შემცირებაა.

“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და ეს სწორედ იმ ღონისძიებების შედეგია, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა. მათ შორის ერთერთი სწორედ ფრენების მაქსიმალური შემცირებაა. მესმის, ეს შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტია ადამიანებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის…” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯია – სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ერთ–ერთი მთავარი...

“ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება.ჩემს პირად ცხოვრებას...

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები, არამედ “დრომოჭმული ფასეულობების“...

ბაღდათის საკრებულო “ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა დატოვა

ბაღდათის საკრებული ფრაქცია ქართული ოცნების სამმა წევრმა – გაბრიელ ღიბრაძემ, ზაზა ზივზიმაძემ და დიომიდე...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი....

ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "ვმუშაობ...

კოვაქსის პასუხი, რომ მთავრობამ ვერ/არ გაამზადა კონტრაქტები, განგაშის საფუძველია – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კოვაქს პლატფორმის განმარტებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს...

დიმიტრი ხუნდაძეს COVID-19 დაუდასტურდა

ქართული ოცნებისდეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს და...

განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი – ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო