ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს – ტიკარაძე

დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა გუშინ გამოცხადებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე. გუშინ გამოცხადებული ყველა რეგულაცია არის მნიშვნელოვანი რომ აღსრულდეს იმ ზედმიწევნითი სიზუსტით, რომელიც დადგენილებაში იქნება გაწერილი. ჩემი დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ხოლმე, თუ რა არის ეფექტური და რა არ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის, სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვებს „კეთილსინდისიერება“ და „კეთილგონიერება“, რომელიც არცერთ წიგნში წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ყველაფერი ეს კი აუცილებლად აისახება სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც დღეს გვესაჭიროება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ომის გამო შავ ზღვაში 3000 დელფინი დაიღუპა

რუსეთ–უკრაინის გამო შავ ზღვაში დაახლოებით  3 ათასი დელფინი დაიღუპა. უკრაინელი მეცნიერ–მკვლევარების თქმით, სანაპიროებზე სულ...

“პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება“ – კირბი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონმა კიევს 6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება...

აშშ–ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია. მოსამართლეებმა ახალი გადაწყვეტილებით...

გადადგეს ღარიბაშვილი,შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა–სახალხო მოძრაობის ულტიმატუმი

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა და მათ შესასრულებლად...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს” – არახამიამ აქციის მონაწილეებს მიმართა

"გამარჯობა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში...

დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი! – ზელენსკიმ პარლამენტთან...

"გამარჯობა საქართველო! მინდა, რომ დღეს ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ...

აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს

შინ ევროპისკენ! - რუსთაველის გამზირზე, შეკრებილ აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს. აქციის მონაწილეებს...

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ირაკლი ღარიბაშვილმა განგებ ჩააგდო – დეკანოიძე

"ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ უმძიმეს დღეზე, რომელიც საქართველოს გუშინ ჰქონდა, როცა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...