ერთადერთი, ვინც სარგებლობს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობით, არის მოსკოვი – დევიდ კრამერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ არის საშიშროება საქართველო ერთპარტიული მმართველობის მქონე ქვეყნების სიას შეუერთდეს.

საქართველოს სჭირდება ოპოზიცია – ამბობს კრამერი “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას. გადაცემა “მთავარი მსოფლიოში”, დევიდ კრამერი არჩევნების შედეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს:

საქართველოს სჭირდება ოპოზიცია და ყველა პარტიის მონაწილეობა პოლიტიკური პროცესებში. ეს ნიშნავს კომპრომისს ყველა მხრიდან, ამაში იგულისხმება ქართული ოცნებაც. ეს მოწოდება, რომ უკანონოდ გამოაცხადოს ნაციონალური მოძრობა, არ არის კარგი ნიშანი, ასევე არც დაფინანსების შეწყვეტა და იმედია, ორივე მხარე გაიგებს, რომ მოილაპარაკონ ქვეყნის საკეთილდღეოდ” ამბობს კრამერი.

მისივე თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება ცუდია როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი იმიჯისთვის ქვეყნის გარეთ და პოლიტიკური კრიზისით, მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული:

საქართველო ისევე როგორც აშშ პანდემიაშია, ამიტომ პოლიტიკური პროცესები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ყურადღება მიექცეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკას და ახალ ადმინისტრაციას, რომელიც აშშ-ში მოდის. ერთადერთი მხარე, რომელიც სარგებელს იღებს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან, ეს არის მოსკოვი – ამბობს დევიდ კრამერი.

ოპოზიციას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნითა და დაფინანსების შეწყვეტით გასულ კვირას, ირაკლი კობახიძე დაემუქრა

დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი...

ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური...

“სიაში არ ვარ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში არ შეუშვეს

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით,...

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კრის სოჩა ნაციონალური მოძრაობის ლობისტია

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი,...

მოლაპარაკებები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იგივე გზავნილებს გააჟღერებს, რაც...

პლებისციტი არის მიუღებელი, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, მისთვის პლებისციტი მიუღებელია. "აუცილებლად...

კოვაქსის მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000, მილიონი დოზა –...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს დაჯავშნული აქვს 100, 150, 500 ათასი და...

შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას პრეზიდენტი უმასპინძლებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიციისა და პრემიერ–მინისტრის შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო