ერთად უსამართლო შეზღუდვების წინააღმდეგ, გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი – ლელო

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან.

„ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი – გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არაპერმანენტული მდგომარეობა. ამის დასტურია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაც, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო 160 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს მსოფლიოში. ამასთან, მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ანგარიში იმისა, თუ რა გაკეთდა მათი მხრიდან ეპიდემიის მართვის გასაუმჯობესებლად. შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის უფრო მოქნილი და ინოვაციური ღონისძიებები. დაუყონებლივ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რათა მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად ასობით ათასი ადამიანი არ დარჩეს უთანასწორო მდგომარეობაში, გარიყული სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელშიც დღეს დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა იმყოფება ტრანსპორტზე დაწესებული ყოველგვარ აზრს მოკლებული შეზღუდვის გამო.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, როგორც ამას ახერხებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ეს არის დღეს ერთადერთი სწორი გზა. რადგან ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა, მოვუწოდებთ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, დავდგეთ ერთად ჩვენი უფლებების დასაცავად და გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიბრუნოთ ის უფლებები, რომლებიც მთავრობამ უკანასკნელნ პერიოდში ჩამოგვართვა, ხშირად უკანონოდაც“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო