ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა;
  • მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა — ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და „ფეისბუქ” გვერდებზე.

პლაჟზე დისტანცია უნდა იყოს დაცული, პირბადის ტარებას არავინ დაგავალებთ – გამყრელიძე

"კორონავირუსის გადადება წყალს ნამდვილად არ უკავშირდება, წყლით არ გადაგედებათ კორონავირუსი. არც გარუჯვის დროს, მზისგან...

ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის...

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი იპოვეს

სოლოლაკში დაკარგული 11 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძეს პოლიცია...

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

ურეკში სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე...

სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

2021 წლის, 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ...

სოლოლაკში 11 წლის მოზარდს ეძებენ

სოლოლაკის ტერიტორიაზე 11 წლის დემეტრე მშვენიერაძე დაიკარგა, მას ამ წუთებში პოლიცია და ოჯახის წევრები...

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...