“პარტია ახალისთვის არ არის გამარჯვების ფორმულა მაინცდამაინც ერთი ოპოზიციური სია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი, რატომ არის ეს უალტერნატივო, უებარი გამოსავალი ვერ მივიღეთ და ვერც მივიღებთ. თუმცა რაშიც ვართ დარწმუნებული, რაც მიგვაჩნია აუცილებლად გასაკეთებლად არის ის, რომ უნდა მოხდეს გამსხვილება პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. საქართველოს მოქალაქეების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს უნდა მივცეთ მინიმუმ ორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჯამი გაიზარდოს. არავის უნახავს ემპირიული მონაცემები, რომ ერთიანი სია არის წარმატების უალტერნატივო გარანტია. ამომრჩეველი არ არის მხოლოდ თბილისში, ამომრჩეველი არის დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა დასახლებაში, სადაც სხვა ტიპის მოთხოვნებიც დგება რუსული რეჟიმის შეცვლასთან ერთად. დიახ, არ მინდა რუსული რეჟიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა გაცილებით უკეთესი ხელისუფლება.[…]უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა კონფიგურაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ეს ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდება. პროცესი გვიკარნახებს, რამდენად შესაძლებელია კიდევ უფრო გამსხვილება. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება  მძიმე შედეგი მოიტანოს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ახლა, არის ქარტიაზე ხელის მოწერა.”

აცხადებს ამის შესახებ, პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.