ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ქვეყნის ჯიბეში ჩადება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება – ოქრუაშვილი

ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატიზება, ჯიბეში ჩადება, სახელმწიფოებრიობის დასუსტება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთან ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, თანამოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმა-პურის საშოვნელად. თითოეული ჩვენგანი ამას ვეწინააღმდეგებით და ეს არის მიზეზი რის გამოც აქ ვდგავარ და გიგი უგულავას მხარს ვუჭერს,- ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

„კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც მე აქ ვდგავარ, შარშან 20 ივნისს მე ვიყავი ე.წ. მოწინავე და მედროშე რუსთაველზე, როდესაც მომცელეს და დროშა დამივარდა, ეს დროშა აიტაცა გიგიმ და მან წინსვლა გააგრძელა. მერე, რა თქმა უნდა, ისიც მოცელეს და ორივე ერთად აღმოვჩნდით ციხეში. ციხეში აღმოვჩნდით მარტივი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვიტა, რომ სასამართლოც მას ეკუთვნის, ქვეყანაც მას ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს და ზოგადად, საზოგადოება არაფერს არ უნდა გამოთქვამდეს კრიტიკულს და ის რასაც შემოგვთავაზებს, ეს უნდა მივიღოთ აპრიორად. ეს ასე ვეღარ იქნება! ჩვენ გვინდა ცვლილებება ჩვენს ქვეყანაში, ცვლილებება უკეთესობისკენ , პროგრესისკენ, ნათელი მომავლისკენ, ჩვენი შვილებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ ამ ცვლილებას მივაღწევთ. ჩვენი ერთად დგომა ემსახურება ზუსტად ამას.

ეს არჩევნები არის განსაკუთრებული არჩევნები, განსაკუთრებული ცვლილებებისა და მოლოდინის მქონე არჩევნები, როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება და ავირჩიოთ კარგი ექიმი, კარგი მეწარმე, კარგი ისტორიკოსი, ეს არის პოლიტიკოსების არჩევნები და იმ ადამიანების არჩევნები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის მართვა და ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ასეთად მე დღეს ზუგდიდში მესახება გიგი უგულავა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სფეროში და ამ მიმართულებით ვერავინ კონკურენციას ვერ გაუწევს. მიუხედავად რაღაც წარსული შეცდომებისა თუ პერიპეტიებისა, „ვარდების რევულიციამ“ შექმნა პოლიტიკოსების ახალი განსაკუთრებული თაობა და ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის შენებაც შეგვიძლია და მართვაც,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მოაჭერით მარჯვენა ხელი კობახიძეს, მარცხენა მდინარაძეს – ინაშვილი ივანიშვილს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან თქვა,...

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

"შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ "- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ...

ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა – მიხეილ სააკაშვილი შეზღუდვებზე

"ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაa"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ ახალ "ლოქდაუნს"...

ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ – ნინო კალანდაძის გამოკითხვა დასრულდა

"ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ"- საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი...

ათასობით ადამიანი ქუჩაში. არგენტინა მარადონას გლოვობს

არგენტინა მარადონას გლოვობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა ფიფას მიერ 20–ე საუკუნის მსოფლიოს...

ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ – კობერიძე ახალი წლის ღამეს კომენდანტის მოხსნაზე

ლელო-ს წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ...

ნახტომი სამმეტრიან ღობეზე–როგორ გაიქცა ჩრდილოეთ კორეის  მოქალაქე ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეელმა 30 წლის მამაკაცმა სამმეტრიან ღობეზე გადახტომა შეძლო იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში მოხვედრილიყო....

“ქართულ-უკრაინული ოჯახი შედგა” – გიორგი ბარამიძემ ცოლი მოიყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე დაქოწინდა. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში თავად დაწერა და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო