ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (N286) მიმდინარე წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, გაფართოვდა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე.

კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან  24 დეკემბრამდე პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდის დამქირავებელი განცხადების დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19) ფორმით.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 დეკემბრიდან – 24 დეკემბრამდე. დამქირავებელი უფლებამოსილია ზემოაღნიშნულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

შემოსავლების სამსახური აზუსტებს, რომ: კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის 5 დეკემბრამდე ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება საბიუჯეტო ორგანიზაციიდან საქართველოს ეროვნული ბანკიდან; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან; საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი და ამ საწარმოს  დაფუძნებული/ შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს თავად ეს საწარმო.

განახლებული ვიდეო-ინსტრუქცია

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა...

ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია...

მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ...

კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების...

არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო