“ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“–ტრამპი ზელენსკიზე და პუტინზე

აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, პუტინსა და ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების დადებას აიძულებს.

“მე დავუკავშირდები პუტინს ზელენსკისთან შეთანხმების დასამყარებლად. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზელენსკის ვეტყოდი: “საკმარისია, გარიგება გჭირდებათ”.

მე ვეტყვი პუტინს: “თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მათ მივცემთ ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, თუ საჭირო გახდა.”. ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.