ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, სინკოვკას, ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპოვკას, კრემენაიას და დონეცკის ოლქის ვიიმკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილივკას, როზდოლოვკას, პარასკოვიევკას, ბერხოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, ჩასოვ იარის, ვესელეს, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილივკას და ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.