ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი- კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, საქართველო წარმოადგენს პარტნიორს ამერიკისთვის და ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკა ერთგული რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოდის პომპეო საქართველოში, ეს არის ქვეყანაში შექმნილი კრიზისი.

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და შესაბამისად, სახელმწიფო მდივანს ეცოდინება ძალიან კარგად და ჩვენ მათთან ვართ სრულ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე საელჩოსთანაც და ისე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას მათ ვაწვდით.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მათ შორის მოიცავს იმ თემებსას, რაც არის დღეს პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ ეს არის მხარდაჭერა ხელისუფლების და გაყალბებული არჩევნების აღიარება, ეს არის ტყული.

ეს არის ვიზიტი ქვეყანაში ,რომელიც არის საინტერესო ამერიკისათვის და რომელიც არის ამერიკის პარტნიორი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ბევრჯერ უქნია აქამდე, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისამდი, ამისი გაგრძელება არის ეს ვიზიტი სწორედ”, – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, შესაძლოა...

რას გულისხმობს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განახლება

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოსთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“ - აცხადებს...

ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო – თენგიზ...

"ვინც ტესტი არ ან ვერ გაიკეთა, არც ყოფილა ისე მძიმედ, რომ გარდაცვლილიყო "- ინფექციური...

“რა გგონიათ, ამერიკაში არ ხდება?” – ცერცვაძე კლინიკაში ნაცნობობით მოხვედრაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში პაციენტები საავადმყოფოში ნაცნობობით ხვდებიან, თუმცა ამას...

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის...

იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! – ელისაშვილი...

"იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!"-...

“პოლიტიკური ინდმეწარმეები, პედოფილიის მხარდამჭერები” – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებს აფასებთ. "წამოიდგინეთ უცებ, ქართული ოცნება გვერდზე რომ გაიწიოს,...

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

"ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას "- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო