ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის მიმართ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააუქმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ გუშინ შემოღებული შეზღუდვები, რომლითაც „საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა … გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებამდე მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაავრცელოს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, არაკონსტიტუციურია და მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

უკრაინელები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ზელენსკი

"მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ...

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან...

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია...

სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა – თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც...

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა....

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის...

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა -მელია ენმ-ს დატოვებაზე

"ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ...

პრეზიდენტმა არია ეს საკითხი -პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე

ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ, თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...