ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას. ამის შესახებ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
“ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, თავი შეიკავონ და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მომავლისთვის”, – წერია განცხადებაში.