ეს აგრესიული ოპოზიციის პროვოკაციაა, რომ ჩვენი ურთიერთობები არ აღდგეს–გავრილოვი პოზნერის ინციდენტზე

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას  2019 წლის 20 ივნისს მაშტაბური პროტესტი, დარბევა და ქვეყნიდან მისი გაგდება მოჰყვა, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია “ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა”.

გავრილოვის თქმით,  მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს.

“შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული “გასროლაა ორივე ფეხში”, რათა შესუსტდეს ეკონომიკა”, – ამბობს გავრილოვი.

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს.

“თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს”, – თქვა სერგეი გავრილოვმა.

 ვლადიმირ პოზნერი და მისი 40 მეგობარი  თბილისში  31 მარტს ჩამოვიდნენ და 1 აპრილს პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. თბილისიდან წასვლა 3 აპრილს ქონდათ დაგეგმილი, თუმცა აქტივისტების პროტესტის გამო თბილისი დღეს გამთენიისას ჩარტერული რეისით დატოვეს. პოზნერს და მის დელეგაციას საპროტესტო აქციით დახვდნენ როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით გადაადგილდებოდნენ.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის დარღვევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

კულუმბეგოვი კოვიდზე: 55-75 წლის ასაკში სიკვდილის რისკი 1300-ჯერ მეტია, ვიდრე 17 წლამდე პირებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ საქართველოში 55 წელს ზემოთ მცხორები მილიონი ადამიანიდან ვაქცინით მხოლოდ 2.5%...

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავს

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე...

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 818 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ხოლო 783...

გოცირიძე: ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც გალში რუსებს უდევთ ხელი

ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ახლო მომავალში შესაძლოა ელექტროენერგია...

ანაკლიასთან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ანაკლიასთან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 00:46...

ჩეხეთმა რუსეთი დივერსიაში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა...

ოპოზიციის უარი ალოგიკურია, მაგრამ მოსალოდნელი – კობახიძე

"ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მოსალოდნელი"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის მხრიდან...

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ კომპრომისის აუცილებლობას“–აშშ–სა და ევროკავშირის საელჩოები ოპოზიცია–ხელისუფლების მოლაპარაკებებზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შესახებ  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: “საქართველოში...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო