ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი ასიათასობით ბავშვის მოვლინების ამკრძალავი – გვარამია წულუკიანის განცხადებაზე

“ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი ასიათასობით ბავშვის მოვლინების ამკრძალავი “- ასე ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს.

“ეს ბიოტერორიზმი რას ნიშნავს?! ჯერ, რა ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, რომ არ ვთქვათ, არაადამიანური?!

ჯერ ერთი, იქნებ სულ არაა ქალი ქორწინებაში და არსაიდანაა ერთი წელი დასათვლელი, და ამ დროს რა ხდება, საერთოდ ვერ გააჩენს ინ ვიტრო გზით? – ვერაო, გვპასუხობს, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან. ანუ, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა საერთოდ აუკრძლა!!!! და თუ არ ყავს პარტნიორი კაცი, საერთოდაც თუ ლესბოსელია და არც უნდა რომ ყავდეს?!

ან ქორწინებიდან ერთი წელი რას ნიშნავს? ხანდაზმული წყვილებისთვის ყოველ დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ინ ვიტრო განაყოფიერებისას?!

ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი, სულით დამპალი მყაყი, პოტენციურად ასიათასობით ადამიანის ბედნიერების მომსპობი და ასიათასობით ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინების ამკრძალავი თავისი ერთი ხელმოწერით!”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო (ხელოვნურ) განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

გირჩი არავისთან არ განიხილავს ბლოკს, გირჩი იქნება ცალკე – იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული...

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე,...

ეპიდვითარება აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ დაამძიმა – ხუნდაძე

„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, -...

მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრს,  მარიამ ჯაშს კორონავრიუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

გედევან ფოფხაძემ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში...

შავ ზღვაში აშშ-ს ხომალდი, “დონალდ კუკი” შემოვიდა – საელჩო

აშშ–ს საელჩოს განცხადებით, შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა. მისი მისია შავ ზღვაში...

ხაშურში ბენზინსგასამართი სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშურში ავტოგასამართ სადგურ "გალფის" ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ პირს ორი...

კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1504 გამოვლინდა, აჭარაში - 576. ამის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო