„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფებში „კატეგორიულად არ ჩაერთვება“. გოცირიძე აღნიშნულს “სატყუარას” უწოდებს.
„სამუშაო ჯგუფებში ჩავერთვებით თუ არა? კატეგორიულად არა! ეს არის სატყუარა, ამ სატყუარაში არ გავაბმევინებთ თავს, მიუხედავად დიდი საერთაშორისო ზეწოლისა და მფარველობისა. კონსტიტუციური ცვლილებები დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა რომელიღაც სასტუმროში და მთელი დიპლომატიური კორპუსი იყო და სალომე ზურაბიშვილიც ალაპარაკა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომ საქართველო გადადის ახალ კონსტიტუციურ სისტემაზე, მაგრამ მოგვატყუა.
რაც შეეხება ხვალ პაპუაშვილთან მივალთ თუ არ მივალთ, ისინი ამბობენ, მოდით, ამ გეგმის შესრულებისთვის გადავერთოთ კომისიებში და პაპუაშვილთან შეხვედრის საბოლოო მიზანი იქნება ერთი, რომ ჯერ დავიწყოთ დეპოლარიზაციით და გაჩუმდით თქვენ, ხმა არ ამოიღოთ და კომისიებში დავიწყოთ მუშაობა. ჩვენ ახლა პარტიაში ვმსჯელობთ, თათბირი გვქონდა პარტნიორებთან… ეს შეხვედრა იქნება კვლავ სატყუარა, ამიტომ ალბათ, არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ შევალთ ჩვენი კონსტრუქციული გეგმით, დავიწყოთ მუშაობა. სალომე ზურაბიშვილო, მოიწვიე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, გადაწყვიტე ერთი საკითხი მაინც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.