“ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის, უღირსობის წინააღმდეგ, რისი განსხიერება და ეტალონიც გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ეს ბოროტი ძალა ვერასდროს ვეღარ შეძლებს და ჩვენი ქვეყნის ჯიჯგვნას ვერ გააგრძელებს, რადგან ასი ათასი ქართველი გააპროტესტებს დღეს ამას და ასი ათასი ქართველი ეტყვის მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არასდროს აღარ დაუბრუნდება ძალადობრივ რეჟიმს.

მხოლოდ პროგრესი, წინსვლა, განვითარება, ჩვენი ევროპული განვითარება არის “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი და ეს ყველაფერი 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაცხადდება. 30 ოქტომბერს კიდევ ერთი განაჩენი ელოდება “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ბელადს ქართველი ხალხისგან”

თქვა ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა აქციის შესახებ.