“ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა. ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, სტაბილურობა შეუძლებელია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენს და აფხაზების საერთო ინტერესშია, რომ ერთიანი საქართველოს ფარგლებში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, აფზახეთის და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც სწორედ ასე განვითარედება.  ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით, საქართველოში იქნება თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუტების მქონე ტერიტორია”

აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.