ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ – სიმონიშვილი ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ – ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას.

„ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეზე მოხდა. ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩვენ მიმართ ჩაიდინონ და დაუსჯელები დარჩნენ. ამ საქმეში ბევრი უსამართლობა ვნახეთ, რომელიც შეეხო ლუკა სირაძეს, სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი და დააკავეს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი, სხვა ნაწილთან მიმართებით გამოძიება უბრალოდ არაეფექტური იყო. ერთადერთი ადამიანიც, რომელიც იყო დაკავებული პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. მას მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც ვფიქრობდით, რომ არ იყო სამართლიანი და სათანადო სასჯელი. აღნიშნული განაჩენი იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვადამდე გათავისუფლებულიყო ეს ადამიანი.

კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით, რაც ერთადერთ რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი იმისათვის, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება და ქმედება ხელისუფლების მხრიდან ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა. დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...