ეს არის “ჰეითერობა“ და “ჰეითერობა“ სირცხვილია – თალაკვაძე ფარულ ჩანაწერებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმიანება და მას ბერას და ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ შავ საინფორმაციო კამპანიას უწოდებს.

მისივე თქმით, ჩანაწერები “ჰეითერებმა” გამოაქვეყნეს.

„ამ შემთხვევაში პრინციპულია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით. ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იმ შემთხვევებში როდესაც ასეთი პრეტენზიები იყო ხელისუფლებამ მოახდინა რეაგირება და რისი გამოკვლევის საშუალებასაც იძლეოდა ელექტორნული ჩანაწერები.

ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბევრი კითხვებია რატომ დაემთხვა დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს ჩანაწერების გამოქვეყნება. აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში იყოს დაპირისპირება. ეს არის „ჰეითერობა“ და „ჰეითერობა“ თანამედროვე საზოგადოებაში არის სირცხვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.