ეს ბრაზი არსად წავა, შეუძლებელია ამ ხალხმა მოითმინოს 4 წელი ამათი მმართველობა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აქციაზე აცხადებს, რომ გაყალბებული არჩევნების გამოსწორება შეუძლებელია.

“დღევანდელი აქციის მიზანი არის ის, რომ ყველამ, პირველ რიგში მთავრობამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, გაბრაზებული იმის გამო, რომ მათ წაართვეს არჩევანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია, რომ საკმარისზე მეტია ამ გზავნილის გასაგზავნად. გარდა ამისა რაც დავაყენეთ მოთხოვნები, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიღოთ ხელახალი არჩევნები. ამ არჩევნების გასწორება რამენაირად არის შეუძლებელი. არჩევნები არის გაყალბებული, არავინ არ იცის რამხელა არის ამის მასშტაბი, თუმცა რაც ვიცით და რისი სჯერა აქ მყოფ ყველა ადამიანს, არის ის, რომ მინიმუმ იმდენად არის გაყალბებული, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და არ შეცვლილა”,- ამბობს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, მოთხოვნული პროპორციული არჩევნების მიღების შემთხვევაში, ქართული ოცნება უკვე დამარცხებული იქნებოდა.

“ეს ხალხი არის ჩვეულებრივი უზურპატორები. ჩვენ რომ მიგვეღო პროპორციული არჩევნები, რასაც ვითხოვდით აქ თვეების განმავლობაში, ამ ადგილას რუსთაველზე, ახლა ოცნება ხელისუფლებაში არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ წავედით კომპრომისზე, დავთმეთ და დავტოვეთ მაჟორიტარული ოლქები რაღაც ნაწილში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ გაგვიყალბა და მაინც ცდილობს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. შეუძლებელია, არ გაუვა, თვითონ რაც დაწერეს იმ რიცხვებითაც კი, ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეუბნება, რომ ისინი აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში”,-თქვა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მათი არჩევანი ფეხებზე კიდია.

“თუ დღევანდელი დღე და ეს რაოდენობა არ აიძულებს [ხელისუფლების დათმობას] პროცესი აიძულებს. შეუძლებელია, შენ გააგრძელო ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში მართვა ამ პირობებში, როცა ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში და ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი. არცერთი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არის ბოიკოტს რეჟიმში. შეუძლებელია ასე გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება.

8 საათის შემდეგ გაგრძელება პროტესტი… ეს ბრაზი რომელიც ხალხშია არსად არ წავა. წლების განმავლობაში ეს ხალხი ელოდა, რომ “ჯერ მოვითმენთ, ცოტა ხანი კიდევ დაველოდოთ, მოვა არჩევნები და არჩევნებზე შევცვლით” და ახლა ეუბნებიან, რომ “არა, თქვენი არჩევანი ფეხებზე გვკიდია”. ამიტომ ეს ბრაზი არსად არ გაქრება. შეუძლებელია ამ ხალხმა მოითმინოს 4 წელი ამათი მმართველობა. ყველა შემთხვევაში იქნება ხელახალი არჩევნები.”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დადასტურდა კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა. 3...

კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2...

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს ასეთი მხარდაჭერა – კალაძე IRI-ზე

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის...

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ...

სუსი მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა – არასამთავრობოები გასაჯაროებულ ჩანაწერებზე

სუს მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა - საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...