”ეს თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები”- პუგაჩოვას პასუხი მათ, ვინც მას რუსეთის დატოვების გამო აკრიტიკებდა

მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელმაც ქვეყანა დატოვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პირველად გამოეხმაურა ყველას, ვინც მას რუსეთის დატოვების გამო აკრიტიკებდა.

„სასაცილო და სამწუხაროა ყურება გააფთრებული, არშემდგარი, შურიანი და ცილისმწამებელი ადამიანებისა. ძალიან სასაცილები ხარ! სხვათა შორის, თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები. ხალხი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, ის არის არსებული მდგომარეობის მძევალი. მე ის მიყვარს  და მეცოდება, თქვენ კი  ჩემდამი მიმართული შენი უხამსი განცხადებებით, აბსურდული ფაბრიკაციებითა და უხეში სიცრუით ცდილობთ ჩემგან მათ გაუცხოებას, ვისთვისაც მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი და ვმღეროდი, გავწირე ჩემი ჯანმრთელობა და პირადი ცხოვრება. ”- წერს ალა პუგაჩოვა ინსტაგრამზე.

მომღერალმა ურჩევს მათ არ დახარჯონ ენერგია და ფული მისი განადგურების ან მისი ნამუშევრის გაუფასურების გაუთავებელ მცდელობებზე.

„ჩემს ფულს ითვლით? დიახ, ბევრი ვიშრომე, დავიმსახურე, განსხვავებით მათგან, ვისაც უსაქმურობასა და დროსტარებაში, სმაში გაეპარა თავისი და დალია თავისი ვარსკვლავური დრო და მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ ალა პუგაჩოვამ მათ ჟანგბადი გადაუკეტა. ასე უფრო მოსახერხებელია, არა?” – წერს პუგაჩოვა და დასძენს, რომ ფული ბედნიერებას არ ყიდულობს.

„თავისუფლება მთავარი სიმდიდრეა. და მე მას საკუთარ თავში ვუფრთხილდები, ამით ვცხოვრობ და ვეცდები ვიცხოვრო სინათლის გამარჯვებამდე სიბნელეზე, სიკეთის გამარჯვებამდე ბოროტებაზე, სიმართლის გამარჯვებამდე ცილისწამებამდე“, – წერს მომღერალი.

პუგაჩოვა და მისი მეუღლე, პაროდისტი მაქსიმ გალკინი, რუსეთში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ მას შემდეგ, რაც გალკინმა ომის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, ხმამაღლა დაუპირისპირდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და გამოცხადდა რუსეთში “უცხო აგენტად”. ამის შემდეგ პუგაჩოვამ მოითხოვა, ისიც ეღიარებინათ უცხო ქვეყნის აგენტად.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წყვილმა რუსეთი დატოვა და ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.