”საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პარადოქსების ქვეყანაა. მოსახლეობის 89 %-ს სურს ევროკავშირთან მიერთება, ქვეყანას კი მართავს „რუსული ოცნება“, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ ექაჩება. ეს პარადოქსი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება – „ოცნება“ შეიცვლება” – პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
”საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით იქნება დაახლოებით 4 %, ხოლო საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის 62-ე ადილზე მსოფლიოში და მაჩვენებლით, რომლებიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ, მოსახლეზე , ვაღტ მსოფლიოში სამარცხვინო 92-ე ადგილზე. ხოლო სომხეთი, რომე.ლიკც ეკონომიკური ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყუოვეკლთვის ჩამოგვღხებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით არის 24-ე ადგილზე. ხოლო ჩვენ 62-ე. ხოლო სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომში ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
რატომ? რა ხდება ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია – ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!
სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი. სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის მტერი ყველა „ონკოლოგიური დაავადება“ – კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
ეკონომიკური ზრდის ბარიერები – კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ. (ის აბზაცი) – ტოტალური რუქდობა, უსამართლობა.
შეგახსნეებთ, გოლდა მეირის სიტყვებს , რომელმაც უდაბნოში სახლემწიფო შემქნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე, თაობამდე.“
ზისტად ვიცი, რომ საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ.” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.