ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ძალოვან უწყებებში არსებული პრობლემები ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის შედეგია.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ შსს-ში არსებულ პრობლემებზე საუბარს პოლიტიზირების იარლიყს აწებებს.
„მიტინგზე შსს-ს ცხრა დრონი სვავებივით დაგვტრიალებს და მერე მათი ტელევიზიებით ხორხოცობენ, ბევრნი ვართ თუ ცოტა. იქნება გუშინ და გუშინწინ მეტი გულისყურით რომ მომხდარიყო მოძებნა, იქნება სხვა შედეგი დამდგარიყო. არასდროს შევალ ამ გაგებით პოლიტიზებაში.
ეს პრობლემები, რაც გვაქვს, ივანიშვილის რიტორიკის შედეგია. რაც მოვიდა ხელისუფლებაში, თუ რამე პრობლემაა შსს-ში, უნდა მივაწებოთ იარლიკი პოლიტიზირება. გუშინდელ გზის გადაკეტვაზე გამგეობის წარმომადგენელი ამ ადამიანებს ეუბნება, ოპოზიცია გმართავთო. პოლიტიზება ეს არის”, – აცხადებს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.