პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იხსენებს, როგორ მიიყვანა გიორგი გახარია ქართული ოცნების გუნდში.
მისი თქმით, გახარიას სივი მისმა მამამ მიუტანა, შემდეგ კი თავად გაესაუბრა.
“ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე:
1. მამამისმა მომიტანა CV
2. გავესაუბრე.
3. გავაცანი ივანიშვილს.
4. დავნიშნეთ ომბუდსმენად.
5. მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია.
CV არსად მიმქონდა. პირიქით, ჩემთან მოჰქონდათ”,– წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.
აღნიშნული ინფორმაცია გუშინ დაადასტურა გახარიამაც.