პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა რუსეთში არავის უკვირს.
თუმცა, ნავალნის დაღუპვა სისტემის დეგრადაციის სრულიად ახალი, შეიძლება ითქვას, ბოლო ფორმაა.პუტინის რუსეთმა გაიარა გზა ავტორიტარიზმიდან დიქტატურამდე და გუშინ უკვე გაფორმდა ტოტალიტარიზმად.
შესაბამისად, ჩვენ ახალ რეალობას ნავალნი ვის “ევასებოდა” და ვის არა, “ნავალნის საქართველო არ ევასებოდა და დავიკიდოთ” კონტექსტში კი არა, იმ უზარმაზარი საფრთხის პრიზმაში უნდა ვიხილავდეთ, რაც ემუქრება მთელ სამყაროს და მათ შორის საქართველოს…
ეს საფრთხე საქართველოს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც ემუქრება, რადგან ჩვენი ხელისუფლების მმართველიბითი ალგორითმი რუსულის პლაგიატია და ტენდენციებიც შესაბამისი, 5-10 წლის ჩამორჩენით.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი