ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური – ბადრი ბიწაძე კარტოგრაფების საქმეზე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და პოლიტიკურია.

“მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულება როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური”, – განაცხადა ბიწაძემ ფორმულას ეთერში.

მისი ინფორმაციით, პროკურატურაში გამოკითხვა 2006 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც სადემარკაციო კომისიის წევრები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მარტში როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, არავითარი ტერიტორიული ცვლილება არ მომხდარა, არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი არც იქეთ, არც ჩვენკენ. მე კომისიის რაიმე საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იყო წარმომადგენლობითი შეხვედრა დელეგაციების, რომელზეც ორივე მხარე გამოთქვამდა იმას, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმება ორ მოძმე რესპუბლიკას შორის. მელაძესთან სატელეფონო ან რაიმე სხვა [კომუნიკაცია] არ გვქონია”, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 21 იანვარს, ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, უწყების განმარტებით, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.

პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით “დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”.

დღეს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში...

პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან....

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე –...

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის...

ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო