ეს ხელისუფლებისთვის რეპრესიების გასაგრძელებად პირდაპირი დირექტივაა – მელია გავრილოვის განცხადებაზე

ეს „ქართული ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებად პირდაპირი დირექტივაა – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

„რუსეთის დუმის დეპუტატის, ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად, პირდაპირი დირექტივაა. ბევრი სალაპარაკო აქ არაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და ეროვნული ღირსების მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.0013 თეთრით გაუფასურდა, რის...

დაგვპირდა, რომ ევროკავშირი განახორციელებს შესაძლო გზებით ზეწოლას – სამადაშვილი მიშელზე

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი კრიზისის...

პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლაპარაკებებში ჩართვას...

„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

"ლელოს" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ მინისტ ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. გამართულ...

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა....

შარლ მიშელს ვუთხარით, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მას...

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია – წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება. მისი თქმით,...

მთავრობის ადმინისტრაცია სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის მოადგილემაც დატოვა

მთავრობის ადმინისტრაცია კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო მდინარაძემ დატოვა. მისი თქმით,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო