ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! – თენგიზ ცერცვაძე

” ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! “- ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს. მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ – კუჭავა

"არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ"  -...

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე...

ილია II-ს შეუძლია აცრისკენ მოწოდება, მაგრამ სატანის ერთგულად უნდა დარჩენა – კობახიძე

"ცხოვრებაში ერთხელ რომ სიკეთე გააკეთოს ილია მეორემ, ხომ შეუძლია და აცრისაკენ მოუწოდოს ხალხს. მაგან...

მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა...

ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები, მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე...

ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ – სიმონიშვილი...

ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ - ასე აფასებს...

გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რა გააკეთეს – ნაცვლიშვილი “უდოს” კომისიაზე

"15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში მსჯავრდებული ჩოლოიანი 11 თვეში ციხიდან გათავისუფლდა ე.წ....

8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე.წ. წითელ სიაში გადაინაცვლებს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, საქართველო ე.წ. წითელ სიაში მოხვდა. "ყურადღება! გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...