“ეს შენობა უნდა აეღოთ უკანა ეზოდან, მხუთავი აირით და რობოკოპებით“ – ნიკა გვარამია ენმ-ს ოფისზე დაგეგმილი შტურმის დეტალებზე

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხელისუფლებას ენმ-ს ოფისის შტურმი გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, შტურმს მთლიანად მხარს უჭერდნენ პარტიის ის წევრები, რომლებმაც გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ბრიფინგი გამართეს – ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე….

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიულმა სახეებმა მსხვერპლის შესაძლებლობა დაუშვეს, ხოლო ამ ყველაფრის საწინააღმდეგო აზრი გიორგი გახარიამ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კახა კალაძემ დააფიქსირეს:

“დაიწყეს შტურმის დეტალების განხილვა. უნდა აღებულიყო ეს შენობა, უკანა ეზოს მხრიდან. უნდა მომხდარიყო შემტვრევა და არც მეტი არც ნაკლები მხუთავი აირის გამოყენება. ამის შემდეგ დაიწყებოდა პანიკა და აქ მოდიოდნენ რობოკოპები…აქ აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი და ეს იკითხა ბატონმა გახარიამ. ამაზე თავისი ნეგატიური აზრი დააფიქისრა შს მინისტრმა და მათ შორის კალაძემ. ამაზე პასუხი იყო – შესაძლებელია, მაგრამ ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ” ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე ინფორმაციით, ენმ-ს ოფისის შტურმით აღების სპეცოპერაცია დაგეგმილია, ახლაც ძალაშია და ირაკლი ღარიბაშვილი მას აუცილებლად მოიყვანს სისრულეში.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გახარიას გადადგომის შემდეგ, ღარიბაშვილის დასახელებამდე, პრემიერად კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მას უარი უთხრეს:

“ბატონ კალაძეს უთხრეს, რომ მისი ადგილი ეხლა პრემიერმინისტრის სავარძელში არ არის, იმიტომ, რომ ახლა ოცნება გადადის შტურმზე და არამხოლოდ ამ პარტიის ოფისის, არამედ მთლიანად ოპოზციის შტურმზე და დაჭერებზე” ამბობს ნიკა გვარამია “მთავარ აქცენტებში”

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება თავის გეგმას სისრულეში მოიყვანს და ენმ-ს ოფისზე შტურმს მიიტანს, მოსალოდნელია, რომ თანამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე.

ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან – ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივად გამართული. მისი თქმით,...

მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში...

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას...

თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ...

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა...

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 1 წელი გავიდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. 2020 წლის 26 თებერვალს ჯანდაცვის...

26 თებერვალი: გამოვლინდა COVID-19-ის 337 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო...

მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, სანქციებს პერსპექტივა არ აქვს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. „მელას რაც ესიზმრებოდა, ის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო