“ეუთო ზოგადად არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციას აქვს განსაკუთრებული როლი, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.

აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, შესაბამისად, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვიუსაბროთ გამოწვევებზე, რომელიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას”

აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ  სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის საგარეო მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაგგემილ ეუთოს მინისტერიალს.