“ექსპერტიზაში წერია რომ ნინო დათაშვილი ფსიქიკურად სრულად ჯანმრთელია! ” – ადვოკატი

“ექსპერტიზაში წერია რომ ნინო დათაშვილი ფსიქიკურად სრულად ჯანმრთელია! და მიუხედავად ამ შედეგისა, პროცედურა იყო დარღვევით ჩატარებული და ამიტომ არ უნდა დაერთოს საქმეს” – განაცხადა  ნინო დათაშვილის ადვოკტმა, ელისო რუხაძემ. 

პროკურატურამ საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დართვა და დასაკითხთა სიაში 2 ექსპერტის, თამარ ნიკოლოზიშვილის და დავით მაღრაძის დამატება მოითხოვა.

პროკურატურამ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა, ანუ სასამართლოს დადგენილება სტაციონარში გადაყვანას ეხებოდა.7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ თქვა, რომ ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე „ჩუმად შეაპარეს ნინო დათაშვილის საკანში”, სადაც მან ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაატარა.