”მოგიწოდებთ მედიას, იმისათვის, რომ კიდევ მეტად არ გაღვივდეს ეს პოლარიზება, ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ, რომ არ მიიღოთ შესაბამისი პასუხები, რაც კიდევ მეტად აღვივებს.[…]  ნინო წილოსანმა თვითონაც გიპასუხათ, რომ არასწორად ინტერპრეტირებთ. […] ძალადობის მოწოდება არ შეიძლება იყოს არცერთი მხრიდან, შესაბამისად, ვგმობ ყველანაირ ძალადობას. ზოგადად, როდესაც ოპონენტები რუსებს გეძახიან, არაა სწორი. ცოტა ხნის წინ ირლანდიის წარმომადგენლობა გვყავდა და ზუსტად ჰქონდათ გაწერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, საქართველომ უნდა გადმოიღოს. პირდაპირაა გაწერილი პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და ერთმანეთის მიმართ მსგავსი ტიპის ძახილები არ შეიძლება იყოს”.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი დეპუტატ ნინო წილოსანის სიტყვებს, რომ მმართველი პარტიის წევრები ოპონენტების მიმართ დაპირებებს შეასრულებენ.