ე.წ. ძველი ბიჭების გასამხნევებლად “კაწრო” გამოჩნდა – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან “კაწრო” გამოჩნდა. მისი თქმით, კაწრომ “ძველი ბიჭები” გაამხნევა.

“ჩვენმა წარმომადგენელმა მოისმინა, რომ იქ, მე-5 საჯარო სკოლაში, ხუდადოვზე, არაერთხელ იყო ნახსენები კაწრო. კუკია ახლოს არის, სადაც მოღვაწეობს და საქმიანობს ბატონი კაწრო. იქ იყო კონცენტრირება ამ ქალბატონების, რომლებიც რამდენიმე NGO-ს სახელით, დავარქვათ ზონდერ-არასამთავრობოებისა და ე.წ. ძველი ბიჭების სახელით მოქმედებენ. ისინი აჩერებდნენ თითქმის ყველა ამომრჩეველს ჭიშკართან, ეკითხებოდნენ სახელს და გვარს, ამობილიზებდნენ ხალხს.

სადღაც 2-ის ნახევრისთვის იქ გამოჩნდა თავად ბატონი კაწრო. მოვიდა, მიესალმა, ამ დროს, ჩვენ უკვე გვყავდა გამოძახებული პატრული, რომელიც მოვიდა რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ. მოვიდა, იქ მყოფ პირებს მიესალმა და გავიდა, ხმა არ მისცა […] ალბათ, პირადად გამოჩნდა, რომ გაემხნევებინა ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს.” – ამბობს ანა დოლიძე მთავართან ინტერვიუში.

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის შვილთან დაახლოებული პირია.

არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში–ზურაბ გურული

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შეზღუდვების...

მთავრობა ქვეყნის სრული ჩაკეტვისთვის ემზადება. რა ინფორმაცია ვრცელდება არაოფიციალურად

სოციალურ ქსელებში ვრცელდებ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხვალ სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებს, რომელიც 28...

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაშ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა არგენტინაში 3 დღიანი...

ვისაც მელაშვილის და ილიჩოვას ბედი გაღელვებთ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ – ადვოკატი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კარტოგრაფებს...

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,...

ხვალ გამოცხადდება, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი 2 თვის მანძილზე – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ...

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება? – მარგველაშვილი

საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. "ოპოზიცია ამტკიცებს და...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო