“ჩვენ, როგორც გუშინ ვთქვი, პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადავცემთ და ბრძოლის ველს 25 მაისს დავტოვებთ.

1 ივნისიდან არც ერთი ვაგნერელი არ იქნება ფრონტის ხაზზე მანამ, სანამ არ გავივლით რეორგანიზაციას, აღჭურვასა და წვრთნებს”.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისი ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებენ.