ვაგნერში მსჯავრდადებულთა რეკრუტირება შეჩერებულია – პრიგოჟინი

“ვაგნერში” მსჯავრდადებულთა რეკრუტირება კრიმინალურ კერძო სამხედრო კომპანიაში მთლიანად შეჩერებულია. აღნიშნულ ინფორმაციას კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის დამფუძნებლი ევგენი პროგოჟინი ადასტურებს და აცხადებს:

“დიახ, მართლაც ასეა. ვაგნერის [ჯგუფში] მსჯავრდადებულთა დაკომპლექტება მთლიანად შეწყდა. მათ მიმართ, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ყველა ვალდებულება შესრულებულია”. – თქვა პრიგოჟინმა.