“მოვუწოდებთ რუსეთს დაუშვას სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ასევე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების წვდომა მარიუპოლსა და სხვა ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ჩვენ ასევე ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ატომურ ელექტროსადგურებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის ტყუილების აღრიცხვას და ვამხელთ გაყალბებულ ნარატივებს, ან ცრუ დროშის ქვეშ წარმოებულ ოპერაციებს, რომლებიც შემდგომი ესკალაციისთვის ნიადაგის მომზადებისთვისაა, მათ შორის უკრაინაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთის მიერ ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი ფაქტი მიუღებელი იქნება და გამოიწვევს მძიმე შედეგებს.
რუსეთმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტით უნდა აჩვენოს, რომ ის სერიოზულად ეკიდება მოლაპარაკებებს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს უკრაინასთან სანდო მოლაპარაკებებში, რათა მიღწეული იყოს კონკრეტული შედეგები – ცეცხლის შეწყვეტის დაწყებით, შემდეგ კი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების სრული გაყვანით. რუსეთის განგრძობითი აგრესია მოლაპარაკებების მიმდინარეობისას სავალალოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, რათა მიაღწიონ მშვიდობას.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობასა და უკრაინის მამაც მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც დაიღუპა, დაიჭრა და ვისაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ჩვენ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლებიც ვრცელდება მათ ტერიტორიულ წყლებზე”
NATO-მ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს.