ვარკეთილში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა

ვარკეთილში, ზემო პლატოზე ხანძარია. საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანაძრო სამაშველო ბრიგადები, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.