ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები ისწავლებოდეს. ამის შესახებ ნათქვამია კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. მისი თქმით, ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო.

„საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა, კონსტიტუციის ისტორია 1918 წელს იწყება, როდესაც მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი და მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენს ისტორიაში თავისუფლების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ საქართველოს ოკუპაციას, იგი იქცა თავისუფლების საყრდენად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად.

ცხადია, საბჭოთა კონსტიტუციები – იარაღის, ძალადობის, ანექსიის საშუალებით შექმნილი „ფაქტობრივი მდგომარეობის“ დამკანონებლები, დაცლილნი კანონის სულისა და სამართლიანობისაგან, მძიმე კვალს დატოვებდნენ. ქვეყანა დღემდე იმკის ეროვნული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანგრევის მძიმე შედეგს, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა ნიჰილიზმი კანონისა და სახელმწიფოსადმი, გაუცხოება ხელისუფლების მიმართ, სკეპტიციზმი მისი სამართლებრივი გზით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე.

მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები. სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს. ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება.

ეს არის ჩვენი მომავლის გზა!

და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით – ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას...

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, სამარცხვინოდ გამოიყურებით – უგულავა უდუმაშვილს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

რატომ ჩაანაცვლეს დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით – გრიგოლ ვაშაძის განმარტება

ენმ–მ და ძალა ერთობაშიამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მანამდე კანდიდატად...

ჟორჟოლიანი, ჯალაღონია – ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 25 კანდიდატის სია ასეთია: გრიგოლ...

მე არ ვარ პოლიტიკოსი, მინდა ვიყო ადამიანების იმედი – ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი მაჟორიტარად...

"მე არ ვარ პოლიტიკოსი მინდა, ვიყო ადამიანების იმედი"- ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, “ძალა ერთობაშიამ”  სამტრედიის,...

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, "ძალა ერთობაშიამ"  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა....

ზურაბ ჯაფარიძე ძელზე დაეკიდა და ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა

გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ძელზე დაეკდია და ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა. მისი...

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

„მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო