ვაქცინაცია ზიარებაზე გავლენას არ მოახდენს – მეუფე ნიკოლოზი გამყრელიძეს პასუხობს

“ვაქცინაცია ზიარებაზე გავლენას არ მოახდენს”- ასე უპასუხა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლზმა,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თხოვნას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში.

”ვერ ჩავერევით ამაში ვერანაირად იმიტომ რომ ჩვენი მხარე რაც არის ჩვენი პასუხისმგელობა, ადამიანებს თავისუფლებას არ შევუზღუდავთ. თუ აიცრება ადამიანი, ვაზიარებთ, და თუ არ აიცრება, ვაზიარებთ. აიცრა თუ არა, ზიარებაზე არ მოახდენს გავლენას. უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია, ბატონმა ამირანმაც და ხელისუფლებამაც უნდა მოგვაწოდოს. ერთი სიტყვა – “ასტრაზენეკა” საკმარისი არაა. უნდა იყოს საუბარი რას მოგვიტანს ვაქცინაცია. აღარასოდეს არაფერი არ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ, გადამდები აღარ ვიქნები, ამაზე საერთოდ არაა ინფორმაცია”- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს და პატრიარქს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირველი ტალღისას გვერდში დგომისთვის, ცოტახნისწინ კი სინოდსა და მღვდლმთავრებს ვაქცინაციის პროცესში გვერდში დადგომა სთხოვა,რადგან  გამყრელიძის აზრით, მოსახლეობას, მათი უფრო სჯერა.