“გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? რადიაციაა, ატომური ბომბი? მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.

მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა, ჩინოვნიკებისთვის. 7 ათასი ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგალითად, ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო!”

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.