”დეოლიგარქიზაცია – ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით. აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორსაც სხვა დანარჩენს.”

აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.