ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს და ტერიტორია დაატოვებინეს

„დავიღალეთ, პოლიტიკოსებით“, – „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. პარლამენტთან შეკრებილმა  ახალგაზრდები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.

მას შემდეგ, რაც აქცის მონაწილეებმა, ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა.