ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს აცხადებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. „ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, არ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში“- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში,  „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ შეკითხვას.

„ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა, ვერ იქნება, რადგან ერთი მხრივ თვითიზოლაციაში ვარ და მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში. აქედან გამომდინარე ვერ იქნება ეს შეხვედრა ჩატარებული. სტრატეგია, რომ ოპოზიცია წინადადებას წინადადებაზე ამბობს ყოველთვის წინასწარ, არასწორად მიმაჩნია. ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, შესაბამისად, როცა ამაზე ვსაუბრობთ, რამეს დავთანხმდებით თუ არა, ეს არის არასწორი.არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ცესკოს რეფორმირება საკმარისი არ არის.

„ვიღაცისთვის ეს არის საკმარისი, ვიღაცისთვის – არა. ჩვენთვის, სტრატეგია აღმეშენებლისთვის ეს არ არის საკმარისი. წერტილი, ამით ყველა კითხვას ვცემ პასუხს,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცნხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს.

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

ვცდილობდით, მეტი ქაოსი მოგვეწყო, რომ დალაგებული მოცემულობები აჩეხილიყო – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციას შიგნით ქაოსი კარგია, რადგან ეს განსხვავებული...

ის არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს, ჩრდილში დადგეს – ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ის არ შეიძლება გავრილოვს...

მე ვფიქრობ, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ 4 წელზე მეტი არცერთი ხელისუფლება "არ უნდა გააჩერო"....

#არანამახვანჰესს – ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს (LIVE)

#არანამახვანჰესს ამ მოწოდებით ქუთაისის ცენტრში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებით ითხოვენ, ჰესი არ აშენდეს...

ნიუ იორკის გუბერნატორ კუომოს ორი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ნიუ იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 25 წლის ქალი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო