დღეს ქართული ოცნების დეპუტატები კრიტიკულ 4 ტელევიზიას: ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიასა და მთავარ არხს კომენტარს არ აძლევენ.
მათი თქმით, ეს ტელევიზიები გარდაცვლილი ჟურნალისტით ოპერატორით “ვაჭრობენ”, რაც მათი ბოიკოტის მიზეზია.
“მე ჟურნალისტებს ვეწერები, თქვენ არ ხართ. თქვენი ტელევიზია არის კონკრეტული პარტიის ტელევიზია. არ გეწერებით. პარტიის ტელევიზიებს არ ვეწერებით. მშიშრები და ფარჩაკები კონკრეტული ტელევიზიის მენეჯმენტებში მოიკითხეთ, დაცვებით რომ დადიან. ნუ სპეკულირებთ გარდაცვლილით, ნამუსი იქონიეთ, ადამიანით რომ ვაჭრობთ”,– ამბობს ალუდა ღუდუშაური.
იმავეს იმეორებს შალვა პაპუაშვილიც და აცხადებს, რომ ეს მთელი გუნდის გადაწყვეტილებაა.
“ჩვენ კომენტარს არ გაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ მიდის ახლა კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად ამორალური და ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივდენდების დაწერის მცდელობა. კომენტარს არ გაძლევთ მანამ სანამ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან სიკვდილზე დივიდენდის დაწერით, გუნდის გადაწყვეტილებაა”,– ამბობს პაპუაშვილი.